Boeing 727-მა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 21.12.2016
ნანახია: 1558

კოლუმბიაში სატვირთო თვითმფრინავმა Boeing 727-მა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა სამი ადამიანი.

გამოცემა El Tiempo-ს მონაცემებით, ტრაგედია კომპანია Aerosucre-ის ლაინერმა აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. შემთხვევა ქალაქ პუერტო-კარენიოში მოხდა. თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქის ბოგოტას მიმართულებით მიფრინავდა.

ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. სამი  მათგანი დაიღუპა, ორი დაშავდა, კიდევ ერთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ტრაგედიის მიზეზები უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე