ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

საქართველო, თბილისი - 09:53 | 21.12.2016
ნანახია: 1543

 

ბერლინში განხორციელებულ  ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს   Amaq news agency-ზე დაყრდნობით, სადაც ჯიჰადისტები ამბობენ, რომ თავდამსხმელი "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია".

ტერაქტი გუშინ საღამოს ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე, განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში იმყოფება. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლონური გადამზიდავი კომპანიის მძღოლია. გამოძიების ვერსიით, ის ტერორისტმა მანქანის გატაცებისას მოკლა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე