მამაკაცმა, რომელმაც ციურიხში სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 20.12.2016
ნანახია: 1554

მამაკაცმა, რომელმაც ციურიხის ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი, თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.

სროლა ციურიხის რკინიგზის სადგურთან მდებარე ისლამურ ცენტრში 19 დეკმებერს მოხდა. თავდამსხმელის ქმედების მოტივები უცნობია. ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით, ისლამური ცენტრიდან 300 მეტრში აღმოაჩინა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე