ირკუტსკის ოლქში პარფიუმერული კონცენტრატით 54 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 20.12.2016
ნანახია: 1527

ირკუტსკის ოლქში პარფიუმერული კონცენტრატით მოწამლვის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა. ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აიკრძალა სპირტის შემცველი არასაკვები პროდუქციის გაყიდვაც. მოწამლულებმა პარფიუმერული კონცენტრატი, სახელწოდებით “ბოიარიშნიკი” დალიეს. სითხის შემადგენლობაში მეთილის სპირტი აღმოჩნდა. ირკუტსკის ოლქის გუბენატორის განცხადებით, პოლიციამ რეგიონში სპირტის შემცველი პროდუქციის მწარმოებელი ორი არალეგალური საწარმო აღმოაჩინა. ერთ-ერთ მათგანში “ბოიარიშნიკის” ბოთლები და ტექნიკური სპირტის ავზები აღმოაჩინეს. დაკავებულია შვიდი ადამიანი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე