ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:19 | 19.12.2016
ნანახია: 1366

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

კრისტიან ურსემ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, საქართველოშიევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და მის საქმიანობაში ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე