ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 19.12.2016
ნანახია: 1182

კომპანია თელასის ცნობით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო ელექტრომომარაგება 20 დეკემბერს დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ენგურჰესის, გუმათჰესის, ორხელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის და ძევერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კარტოზიას, საბურთალოს და ანტონოვსკაის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე