თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 17:45 | 19.12.2016
ნანახია: 1435

2016 წლის 20 დეკემბერს საქართვლოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერმაკეი.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნისოფიციალური ცერემონია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლოხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვლადიმერ მაკეი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას დაგმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.  ვლადიმერ მაკეი  ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე