„პრაიმნიუსჯორჯია“ გმობს ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე განხორციელებულ ძალადობას

საქართველო, თბილისი - 15:15 | 19.12.2016
ნანახია: 1124

ახალი ამბების სააგენტო „პრაიმნიუსჯორჯია“ გმობს პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე განხორციელებულ ძალადობას:  

„ვგობთ პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე განხორციელებულ ძალადობას.  ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური ძალადაობა აღიქმება, როგორც თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა. ასეც, რომ არ იყოს,  ჟურნალისტი იქნება ის თუ სხვა პროფესიის მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვა, სწორედ სამართალდაცველთა მოვალებაა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ფაქტი სამრთალდამცავთა მხრიდან უფლებების გადამეტებაა და მას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან საერთო არაფერი აქვს. მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დროულად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე