შსს საჯარო სკოლებში პროექტს „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ახორციელებს
საქართველო, თბილისი - 16:24 | 19.12.2016 ნანახია: 1451
შინაგან საქმეთა მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრო
გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და შსს-ს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.
პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის წარმომადგენლები ატარებენ.
გაკვეთილზე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. სახელმძღვანელოში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი.
„დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობა ამ პატარა ადამიანებიდან, მათი დამოკიდებულებიდან და გადაწყვეტილებიდან იწყება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად გაიაზრონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და კანონისადმი პატივისცემის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, შსს ინტენსიურად მუშაობს და რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, უახლესია - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, რომლის ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში შეტანილი წვლილისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს, რომლებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილში. მე ამ პატარების დიდი იმედი მაქვს,“ - აღნიშნა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს კრიზისულ ვითარებაში - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.
სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















