გერმანიაში 12 წლის ბავშვი ბომბის აფეთქებას ცდილობდა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 16.12.2016
ნანახია: 1624

ერაყული წარმოშობის გერმანიაში მცხოვრები 12 წლის ბიჭი საშობაო ბაზრობაზე ბომბის აფეთქებას ცდილობდა. ინციდენტი ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მოხდა.

გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, ბავშვი რადიკალურად განწყობილი იყო. მის გადაბირებაში ”ისლამური სახელმწიფოს” წევრები მონაწილეობდნენ. არასრულწოვანმა აფეთქება მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო, რომ დეტონატორი არ ამუშავდა.

ბავშვს თვითნაკეთი ბომბი ზურგჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან ზურჩგანთა ბუჩქებში დამალა, რომელიც შემდეგ გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

ეჭვმიტანილი თავშესაფარში გადაიყვანეს. გამოძიება ”სახელმწიფოს  უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მძიმე დანაშაულის” მუხლით არის აღძრული. როგორც ჟურნალი წერს, არასრულწოვანი სირიაში ისლამისტების მხარეს ბრძოლის სურვილს გამოთქვამდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე