სტაფან დე მისტურა: იდლიბი, შესაძლოა, მეორე ალეპო გახდეს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 16.12.2016
ნანახია: 1686

სირიის ქალაქი იდლიბი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაყავთ, შესაძლოა, მეორე ალეპო გახდეს. შესაბამისი განცხადება გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტაფან დე მისტურამ გააკეთა.

”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და შეთანხმების გარეშე იდლიბი შესაძლოა, მეორე ალეპო გახდეს”, - განაცხადა მისტურამ პარიზში საფრანგეთის საგარეო საქნეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. მისი მონაცემებით, ალეპოში 50 ათასამდე ადამიანი რჩება, მათგან 40 ათასი ადგილობრივი მცხოვრებია, 10 ათასი კი - ამბოხებული.  

მისივე თქმით, ალეპოში მყოფი გაეროს დამკვირვებლების რაოდენობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი გააკონტროლონ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე