კიევში 85 ქართველ სტუდენტს სცემეს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 16.12.2016
ნანახია: 2075

კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საუბარია 85 სტუდენტზე, რომლებიც უკრაინაში სასწავლებლად იმყოფება. მათი თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციამ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სპეცრაზი გამოიძახა და სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. ასევე, ჩამოართვეს პასპორტები.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის სპეცრაზმის გამოძახების მიზეზი უცნობია, რადგან არანაირი განმარტება ადმინისტრაციისგან არ მიუღიათ. სტუდენტები კიევში "საქართველოს კავკასიის ევროპულმა უნივერსიტეტმა" წაიყვანა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე