"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

საქართველო, თბილისი - 18:24 | 15.12.2016
ნანახია: 1443

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეხვედრებზე თავიანთი წარმომადგენლის ჩასმას ითხოვს.

როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი წარმომადგენელი მნიშვნელოვან დელეგაციებში გათავლისწინებული არ არის და ისინი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვას პარლამენტის თავმჯდომარესთან აპირებენ.

ინაშვილის თქმით, თუკი ამ კონსულტაციებს შედეგები არ მოჰყვება, "პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს და სხდომებს არ დაესწრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე