საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს სასაუბროდ იწვევს

საქართველო, თბილისი - 20:25 | 23.10.2015
ნანახია: 1991

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს იწვევს.

 „როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე