ეიფელის კოშკი ალეპოს მოსახლეობისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩააბნელეს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 15.12.2016
ნანახია: 1401

ალეპოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკის განათება ჩააქრეს.

“სიმბოლური ჟესტის მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ  სასწრაფო მოქმედებაა საჭირო”, - განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ.

პარალელურად, პარიზში ალეპოს მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

დედაქალაქის მოსახლეობამ ასადის რეჟიმის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ძალადობა დაგმეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე