გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსია“ გახსნა
საქართველო, თბილისი - 13:06 | 15.12.2016 ნანახია: 1520
„ძალიან აქტუალურია ერთობლივი ქმედებები იმ ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგ, რომლებიც გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ გახსნისას, რომელიც ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
„თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ინკლუზიური ფორმატი, რომელზეც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა.
„ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის თავისუფალი ხალხის არჩევანი იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და ბუნებრივია, რომ ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობაა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავება.
დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება და ჩვენი კულტურული ფესვები განაპირობებს იმას, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო დაუკავშირდა ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა, როგორც მისწრაფება ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით.
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია NATO -სთან თანამშრომლობაში, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაში, ერთობლივ წვრთნაში და პარტნიორებთან ერთად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განუხრელ გაღრმავებაში გამოიხატება.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO -ს წევრობა და აქაც ლოგიკურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, მაგრამ სანამ ეს მიზანი განხორციელდება ჩვენ სტრატეგიულად მიმართული ვართ იმ შესაძლებლობათა ფანჯრის ძიების მომენტისაკენ, რომელიც მოქგვცემს შესაძლებლობას გავწევრიანდეთ NATO - ში, თუმცა ამ მომენატამდე ბუნებრივია, რომ მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვასუბრობთ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის სამხედრო კომპონენტზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად საზოგადოების, სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე დაიცვას თავისი თავი.
დღეს აქ შეკრებილია საზოგადეობა, რომელსაც ამ საკითხებზე კვალიფიციური პროცესის წარმართვაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია.
შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი ამოცანაა „შესაძლებლობათა ფანჯრისთვის“ მზადება. ამ კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც ანალოგიური გზა სულ რამდენიმე წლის, თუ ათწლეულის წინ აქვს გავლილი.
ამ მიმართებით ჩვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობრების ყოველი მოსაზრება და რეკომენდაცია.
სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და კავკასიაში თანამშრომლობის განვითარება.
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად ვისწრაფით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო- საქართველოს NATO - ში გაწევრიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული და ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის პროექტების განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ქვეყნებისათვის.
მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის მიერ. თუმცა, შევხედოთ ისტორიას, შევხედოთ NATO-ს გაფართოების რამდენიმე ტალღას და ვნახავთ, რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით, სადავო საზღვრებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, იქნენ მიღებულნი ალიანსში და ამით სარგებელი ყველამ მიიღო: გაძლიერდა ალიანსი, გაძლიერდნენ თავად ეს ქვეყნებიც და გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა რუსეთის ფედერაციამაც მიიღო უფრო დაცული საზღვრები და სტაბილური მეზობლები, რომლებთანაც თანამშრომლობის არაერთი ახალი პროექტი განავითარა.
ეს რეგიონი ოდითგანვე ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. დღეს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან სწორედ ამ სივრცეში არსებული კონფლიქტები წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის. NATO -ს ვარშავის კომუნიკემაც ხაზგასმით გამოკვეთა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობა.
ვარშავის სამიტის ფინალურმა დოკუმენტმა ნათლად და ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემების სათავე, ნატოს საზღვრებს გარეთ მდებარეობს და წევრ სახელმწიფოებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
2016 წელი აღსავსე იყო გამოწვევებით. უკვე ცხადია, რომ არც 2017 წელი იქნება მარტივი. ნათელია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნებს შორის კონკურენცია და წინააღმდეგობა. არსებული დაპირისპირებისა და გავლენის სფეროების პოლიტიკის ფონზე იცვლება საფრთხეების შინაარსი და ხასიათი.
მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება ჰიბრიდული ომების აღკვეთის კონტექსტშიც. საქართველოს ჰიბრიდული ომის ფრიად სამწუხარო, 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილების შესწავლა და გაზიარება საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ დროულად მოვახდინოთ მისი პრევენცია და არ დავუშვათ მისი გავრცელება.
უაღრესად აქტუალურია ერთობლივი ქმედებები იმ ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგ, რომლებიც გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოს, ახალგაზრდა დემოკრატიებისა და თავად ალიანსის წინააღმდეგ. ეს არის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთიანობის შერყევასა და დაკნინებას.
ეს კამპანია, ერთი მხრივ, ცდილობს საქართველოსა და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიების დისკრეტიდაციას დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობაში ცდილობს დათესოს მოსაზრება, რომ დასავლური არჩევანი და დასავლურ ალიანსებში ინტეგრაცია წარმოადგენს მიუღწეველ ოცნებას და ნეგატიურად მოქმედებს უსაფრთხოების გარემოზე.
დარწმუნებული ვარ, რომ "თბილისის სტრატეგიული დისკუსიების" ფორმატში უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტი - როგორც მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისე ექსპერტული წრეები და საერთაშორისო პარტნიორები გამართავენ სიღრმისეულ, გულწრფელ და შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიას.
დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ამ მნიშნელოვანი ფორუმის მონაწილეებს, გისურვოთ წარმატება და ნაყოფიერი მუშაობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიის გახსნისას.
"თბილისის სტრატეგიულ დისკუსიაში" თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, NATO-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















