2017 წლის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ შემდეგ წელს მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 21:05 | 14.12.2016
ნანახია: 1620

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიგი წერეთლის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ შემდეგ წელს მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება.

"ის, რაც ამ ბიუჯეტში წერია, გვაჩვენებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს, ვიდრე დღეს. ეს ეხება როგორც ლაირს კურსს, ასევე გადასახადების მატებას. ეს ეხება იმას, რომ პენსიები არ იზრდება და შესაბამისად არც სხვა სოციალური გასაცემლები. ეს ყველაფერი კი ნათლად მიანიშნებს მდგომარეობის გაუარესებაზე.

ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ განაცხადს ამ ბიუჯეტში, რაც გააუმჯობესებს მომავალ წელს ეკონმიკას", - აცხადებს გიგი წერეთელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე