ლევან ბერძენიშვილი: ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს
საქართველო, თბილისი - 17:36 | 23.10.2015 ნანახია: 1759საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს - "პრეზიდენტის გამოსვლა იმ ნაწილში კარგი იყო, რომ სხვამ ეს არ უნდა თქვასო... მაგრამ მოსამართლის მიმართ მოწოდება სწორი არ იყო", - ამბობს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი ძალიან კარგად იქცევა, როცა პოლიტიკოსების განცხადებებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ როცა მოქალაქეები ამბობენ , რომ თერმოსებს მოიმარაგებენ, მათ უნდა მიუთითონ, კანონიდან არავინ გავიდნენ.
"ის, რაც პარტიულ ოფისებზე თავდასხმებით, ბიბლიოთეკისა და წიგნების შეურაცხყოფით ხდება, ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთი დონის ვანდალიზმია განათლებული, მოვლილი და ჭკვიანი ადამიანებისგან იმის ლაპარაკი, რომ თუ მათ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, კანონს დაარღვევენ. ეს განცხადებები კვერცხებისა და საღებავების სროლისა არ განსხვავდება და გაცილებით საშიშია. არასამთავრობოებს ვეთანხმები, მაგრამ "ნაციონალებს" მოვუწოდებდი, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდნენ და "მაიდანზე" ოცნებას თავი დაანებონ", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს