ენმ 2017 წლის ბიჯეტს მხარს არ დაუჭრს

საქართველო, თბილისი - 20:59 | 14.12.2016
ნანახია: 1301

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია 2017 წლის ბიჯეტს მხარს არ დაუჭრს. დეპუტატმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი საზოგადოების დაკვეთას არ პასუხობს.
 
"ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭრთ. მიზეზი ის კი არაა, რომ ოპოზიცია ვართ და განსხვავებული აზრი გვაქვს, იმიტომ არ ვუჭერთ მხარს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი საზოგადოების დაკვეთას არ პასუხობს. საზოგადოების დაკვეთააა დაიკლოს გადასახადებმა, პენსია გაიზარდოს და ამ ბიუჯეტით არ მოხდება, პირიქით საზოგადებას ცხოვრება გაუძვირდება. ეს ბიუჯეტი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძველი არ იქნება." განაცხადა კაპანაძემ.
 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე