ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს კარგად დაფიქრდეს და ხელი აიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 14.12.2016
ნანახია: 1641

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს კარგად დაფიქრდეს და ხელი აიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე.

"ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მართალია ამ განცხადებაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ის დეპარტამენტის ოფიციალური დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

ამავე ტელეკომპანიის საქმეზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა გაეროში. ის შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - მე შეიძლება არ მომწონდეს Fox news სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მფლობელს უნდა ჩამოვართვათ. ეს საკუთრების უფლებას ლახავს არაა სწორი, თუ ყოფილი მესაკუთრე გამოჩნდება და მოუნდება ძველი საკუთრების დაბრუნება, რომელიც უკვე გადასულია სხვის მფლობელობაში", - განაცხადა ოთარ კახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე