ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:52 | 13.12.2016
ნანახია: 1565

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს დაიწყება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მისი თქმით, ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე