გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ფიცი დადო

საქართველო, თბილისი - 10:25 | 13.12.2016
ნანახია: 1501

 

გაეროს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ანტონიუ გუტერეშმა ფიცი 71-ე  გენერალურ ასამბლეაზე დადო.  ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 5 წლით ჩაუდგება სათავეში. ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას  გუტერეშმა არა ცალკეული ქვეყნების, არანედ ორგანიზაციის ინტერესების დაცვის გაეროსადმი ნდობის დანრუნების პირობა დადო. გუტერეში გაეროს მე-9 გენერალურ მდივნად 13 ოქტომბერს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას ის 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე