ალეპოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 09:46 | 13.12.2016
ნანახია: 1491

სირიის სახელისუფლებო არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, ალეპოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამბოხებულების მიერ  ქალაქის სამხრეთ რაინოებში სამხედრო ოპერაციები წარმატებით დასრულდა.

არმიიის მაღალჩინოსანთა თქმით, ამბოხებულები მალე დანებდებიან.

სირიის არმიის წყარომ სააგენტო ”როიტერს” განუცხადა, რომ უახლოესე საათების განმავლობაში მთელი ქალაქი სახელისუფლებო ძალების ხელში გადავა.

სირიის ნახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”სანას” ცნობით, არმიამ მნიშვნელოვანი სამხრეთ რაიონები დაიკავა და ამჟამად ბაშარ ასადის ძალები ქალაქის 90 პროცენტს აკონტროლებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე