დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 09:33 | 13.12.2016
ნანახია: 1509

დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გააკეთა.

ამ საკვანძო თანამდებობაზე კანდიდატურების განხილვა აშს-ში უკვე რამდნეიემ კვირაა გრძელდება.  

ამერიკული დიპლომატიის პრეტენდენტებს შორის სახელდებოდა პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი მიტ რომნი, ტენესის შტატის სენატორი ბობ კორკერი და ნავთობკომპანია  ExxonMobil-ის გენერალური დირექტორი რექს თილერსონი. მედია ვარაუდობს რომ ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ რექს თილერსონია.

მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა ჰიუვლეტ-პაკარდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, კარლი ფიორინას შესთავაზა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე