ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 18:20 | 12.12.2016
ნანახია: 1486

ხვალ, პარიზში ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

კომიტეტი სხდომაზე განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება - უფრო მკაცრი სამართლებრივი გარანტიებისსაჭიროება; დაკავებული პირების თავიანთ ადვოკატებთან თავისუფალი ურთიერთობის უზრუნველყოფა; წამების პრევენციის კომიტეტის 25 წელი, მიღწევები დაგაუმჯობესების საჭიროება და სხვა.

სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთაკომიტეტის პასუხებზე.

კომიტეტის წევრები ინვესტიციების დაცვის საერთაშორისო შეთანხმებებში ინვესტორი ქვეყნის არბიტრაჟის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხთანდაკავშირებით ანგარიშის პროექტს განიხილავენ და რეზოლუციის პროექტს მიეღებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე