დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის რაიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საქართველო, თბილისი - 12:02 | 12.12.2016
ნანახია: 1412

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიან აჭარაში - ხულოსა და შუახევის რაიონების სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, უგზოობის გამო სოფლებში ელექტროსადენების დაზიანების ადგილების აღმოჩენა ჭირს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ უმეტეს ნაწილს დენის მიწოდება აღუდგა, დარჩენილ ნაწილს კი უახლოეს დროში მიეწოდება. 

უამინდობის გამო გზებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე