საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 12.12.2016
ნანახია: 1407

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი უწყების წინააღმდეგ. ნიკა ჩერქეზიშვილმა პროტესტის ნიშნად ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარა და იქ, ამ დრომდე რჩება. 

ჩერქეზიშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მისი განცხადებით, ის ორი წლის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. 

აღნიშნულის მიზეზად კი არაკვალიფიციურობა დაუსახელეს. ჩერქეზიშვილის მიმართ, თითქმის ორწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა, რომლის გასაჩივრებასაც ის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. 

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ მას სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გადასცემია. ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზების განმარტებასა და გაცდენილი პერიოდის ანაზღაურებას მოითხოვს.   



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე