ნიგერიაში აფეთქებები 7 წლის თვითმკვლელმა გოგონებმა განახორციელეს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 12.12.2016
ნანახია: 1461

ნიგერიის ბაზარში აფეთქებები 7-8 წლის ორმა გოგონამ განახორციელა. ქალაქ მაიდუგურის სავაჭრო ცენტრში მათ ქამრებზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 18.

აფეთქებები ერთწუთიანი ინტერვალით მოხდა. იმ დროისათვის ბაზარში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე გოგონა დაიღუპა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ცნობილია, რომ ნიგერიულმა დაჯგუფება ”ბოკო ჰარამმა” თვითმკვლელების მეშვეობით არაერთი აფეთქება განახორციელა.

ბოლო თვეების განმავლობაში ნიგერიის ხელისუფლებამ მებრძოლების პოზიციები შეასუსტა, თუმცა ”ბოკო ჰარამი” აფეთქებებს პერიოდულად მაინც ახორციელბს.

ორი დღის წინ ორმა თვითმკვლელმა ქალაქ მაგადალის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაზარში თავი აიფეთქა, რასაც 45 ადამიანი ემსხვერპლა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე