რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 12.12.2016
ნანახია: 1477

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, პირველადი შედეგებით, პარტიას ამომრჩეველთა 45  პროცენტმა მისცა ხმა. მეორე ადგილზე ეროვნულ-ლიბერალური პარტია გავიდა. მას ელექტორატის 20- მაპროცენტმა დაუჭრა მხარი.  საპარლამენტო არჩევნებში  11 პარტია მონაწილეობდა.

დღეისათვის ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანას ტექნოკრატიული მთავრობა მართავს, რომელიც 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატები პონტას მოკავშირეებად არიან მიჩნეული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე