”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები უძველეს ქალაქ პალმირას ისევ აკონტროლებენ

საქართველო, თბილისი - 10:58 | 12.12.2016
ნანახია: 1478

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა უძველესი ქალაქი პალმირა ისევ დაიკავეს. ხელისუფლების განცხადებით არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში მებრძოლების პოზიციების გამყარება აღკვეთოს.

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები პალმირას 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მარტამდე აკონტროლებდნენ. მათ უძველესი ძეგლები თითქმის მთლიანად გაანადგურეს. თავი მოკვეთეს არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, რომელიც სიძველეების დაცვას ცდილობდა, ჯიხადისტებმა ასევე გაანადგურეს რომის უძველესი ეპოქისდროინდელი ტრიუმფალური თაღი.

ამის გარდა ააფეთქეს ბაალ-შამინის ტაძარი, რომელიც გვიანდელი ანტიკური ხანის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენდა.

ათი თვის შემდეგ პალმირა სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით გაათავისუფლეს. პალმირას დაკარგვას რუსეთის ხელისუფლებამ ”მძიმე დარტყმა”უწოდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე