გივი თარგამაძე: აფეთქება ხელისუფლებამ განახორციელა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 09.12.2016
ნანახია: 2102

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საკუთარი ავტომანქანის აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
თარგამაძის განმარტებით, აფეთქება დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის მასალებს სწორედ ამიტომ არ აცნობს. 
„დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც უარს ჯიუტად აცხადებენ. ისინი უარს აცხადებენ თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც მე იმთავითვე მქონდა, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ისინი ეცდებიან, საქმე ისე ააწყონ, რომ ამაში მათი მონაწილეობა არ გამოჩნდეს“, - განაცხადა თარაგამაძემ. 
გივი თარგამაძის ავტომანქანა ორბელიანის მოედანზე 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი - ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე