გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 09.12.2016
ნანახია: 1298

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესს, ქვეყანაში  განხორციელებულ დემოკტარიულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ მიღწევებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე