სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლში დაიწვა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 08.12.2016
ნანახია: 1417

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

"სახლს გვერდით აქვს დამხმარე ნაგებობა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გვიან დაბრუნდა და დამხმარე ნაგებობაში შევიდა. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩენილი ცეცხლით დაიწვა", - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გოგსაძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე