ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი საქართველოს 2017 წელს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 08.12.2016
ნანახია: 1332

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის - OGP16 მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ესტონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს კერსტი კალჯულეიდს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებების მხარდაჭერისათვის და საქართველოში მოიწვია.

როგორც შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას.

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი საქართველოს 2017 წელს ეწვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე