ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:34 | 07.12.2016
ნანახია: 1542

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ურთიერთობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხიც. 
არად ბენკომ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. 
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხში,ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის დადასტურებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არად ბენკოს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევუფრო გაღრმავდება.
ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო თბილისში ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. არად ბენკო, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2016 წლის აგვისტოში შეუდგა, პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე