ირაკლი ალასანია: პრემიერ-მინისტრმა მერამდენეჯერ სახე დაკარგა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 23.10.2015
ნანახია: 2402

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ალასანიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სახე კიდევ ერთხელ დაკარგა. ირაკლი ალსანიამ პრეზიდენტის განცხადება კი დადებითად შეაფასა. 

"პრემიერ-მინისტრმა მერამდენეჯერ სახე დაკარგა. ასევე ის დამოკიდებულება მიუღებელია, რაც პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც საზოგადოებას სიმშვიდისკენ, შეკრულობისკენ მოუწოდა," - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანია, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრები გამართა, რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

 „აქ ყველა ძალიან ღელავს პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც ბოლო პერიოდში რუსთავი 2-სა და მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ საქართველო უნდა იყოს წარმატებული, რაც უფრო მეტად გავაღრმავებთ დაპირისპირებას, წავართმევთ ხალხს მედიის თავისუფლებას, საქართველო დაშორდება მიზანს, რომ ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს," - განაცხადა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე