საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 06.12.2016
ნანახია: 1467

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში იონასპასლაუსკასს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე, ამთანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებასა და გაღრმავებაზე. 
სტუმარმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტთან, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, და მხარი დაუჭიროსსაქართველოს ევროინტეგრაციას. 
„ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენ მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას მათთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე