აჭარაში შაჰინის სკოლამ ჟურნალისტებს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.12.2016 ნანახია: 1602
ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
საინფორმაციო ტურში 17 მედია საშუალების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პირადად შეხვდნენ სკოლის დირექტორს ბატონ ელგუჯა დავითაძესა და სკოლის ადმინისტრაციას. შეხვდერის ფარგლებში დავითაძემ სტუმრებს გააცნო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები; საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მიღწეული გამარჯვებები, ასევე ის სიახლეები, რომელსაც სკოლა გეგმავს მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს. ტურის განმავლობაში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სკოლის კამპუსი, დასწრებოდნენ სასკოლო პროცესს და შეხვედროდნენ სკოლის წარმატებულ მოსწაველეებს.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო ტური შაჰინის სკოლაში პირველად ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა, ჟურნალისტებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლა-ლიცეუმის შესახებ.
„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება და ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მასპინძლობა შაჰინის სკოლაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აჭარის რეგიონიში ჩვენი სკოლა-ლიცეუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა. ჩვენ მზად ვართ მსაგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური სახე მივცეთ, სადაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება პირადად გაეცნოს იმ წარმატებებს, რასაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით“. - განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ.
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს დაარსდა. მას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა უმეტესობას წარმატებული კარიერა აქვს ბიზნესის, აკადემიურ და სხვა სფეროებში. სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურსებში. სკოლას ჰყავს არაერთი ნიჭიერი სტიპენდიანტი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდა. თავდაპირველად სკოლაში მოსწავლეთა მიღება მეშვიდე კლასიდან იყო შესაძლებელი. 2004 წელს დაარსდა დაწყებითი სკოლაც. ამჟამად სკოლაში სწავლა 12 წლიანია. 2010 წელს სკოლა საკუთარ შენობაში გადავიდა, აქვს ევროპული სტანდარტებით კეთილმოწყობილი კაბინეტები, სამუშაო და საკლასო ოთახები. სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















