მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 10:24 | 06.12.2016
ნანახია: 1272

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართება.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე