1 გარდაცვლილი, 6 დაშავებული - ავარია სოფელ აწყურთან

საქართველო, თბილისი - 18:10 | 02.12.2016
ნანახია: 1641

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან. 

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ახალციხე-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე