ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით

საქართველო, თბილისი - 15:50 | 02.12.2016
ნანახია: 1448

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვა, ლიპყინული, შეზღუდული ხილვადობა), საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე