ზვიად ძიძიგურის პროგნოზი: ლარი დასტაბილურდება

საქართველო, თბილისი - 14:54 | 01.12.2016
ნანახია: 1665

“ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, -  განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე