პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივებით, მოსახლეობა იგრძნობს შვებას - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:15 | 01.12.2016
ნანახია: 1723

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა გააჩნია.

„ის ინიციატივები, რაც პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა მთავრობის სხდომაზე, არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელითაც მთავრობა აპირებს სწრაფად იმოქმედოს და დაუპირისპიროს ამ პროცესს ის ქმედებები, რომლითაც უნდა დასტაბილურდეს ვითარება და მოსახლეობამ იგრძნოს შვება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.65 ლარს, ხოლო ერთი ევროს ღირებულებამ 2.84 ლარს მიაღწია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე