პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ადგილზე დააკავეს
საქართველო, თბილისი - 10:15 | 23.10.2015 ნანახია: 2158შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა მოახდინა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა გიორგი ფ. განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















