ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 28.11.2016
ნანახია: 1933

კუბის რევოლუციის ლიდერის გარდაცვალების გამო ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

30 ნოემბრამდე ფხენიანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კუბის საელჩოში სამგლოვიარო თაიგული უკვე მიიტანა, მანამდე კი სახელმწიფო ტელევიზიით კიმ ჩენ ინის სპეციალური მიმართვა გავრცელდა, რომლითაც მან კასტროების ოჯახსა და კუბელ ხალხს „დიდი ლიდერის“ გარდაცვალება მიუსამძიმრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე