აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 28.11.2016
ნანახია: 1428

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გავით გაბაიძემ. 

დავით გაბაიძეს ფარული კენჭისყრით 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთმა წევრმა.

რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", დავით თარხან-მოურავი სხდომას არ ესწრებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე