”ისლამური სახელმწიფო” ევროპის ქვეყნებში ტერაქტების სერიას გეგმავდა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 28.11.2016
ნანახია: 1831

”ისლამური სახელმწიფო” ევროპის ქვეყნებში ტერაქტების სერიას გეგმავდა. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი ამერიკელი გენერლის რუპერტ ჯონსის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაზეთი წერს, რომ სპეცსამსახურებმა გასულ კვირას საფრანგეთში ტერაქტი აღკვეთეს. მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 5 ექსტრემისტი დააკავეს.

ჯონსმა იმედი გამოთქვა, რომ მებრძოლების გეგმებზე უფრო მეტ ინფორმაციას ქალაქ მოსულის დაცემის შემდეგ მიიღებენ. საერთაშორისო კოალიცია  მოსულის გათავისუფლებას გაზაფხულისთვის გეგმავს.

”არსებობს ინფორმაციის, დოკუმენტების, ელექტრონული მასალების  უდიდესი რაოდენობა, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მთელს მსოფლიოზე თავდასხმების სამზადისზე”, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.



 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე