„უხერხულია როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას" - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 12:28 | 28.11.2016
ნანახია: 1655

„უხერხულია როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას", -  ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც პრემიერმა დეპუტატს პოლიტიკური სტილი დაუწუნა.

„ბატონო გიორგი, თქვენ გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ. ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ და თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა? გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვა "ნომინალური" გუშინაც გითხარით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით დეფინიცია, არანაირად არ არის შეურაცხმყოფელი. 

როცა თქვენ ამბობთ რომ ვიმართებით საიდანღაც, მგონი, უხერხულია თქვენგან ამ ყველაფერზე საუბარი, ბატონო გიორგი, როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას," - განაცხადა ნიკა მელიამ.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე