მთავრობას ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის და დაკავებულია ოპოზიციასთან კინკლაობით - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 28.11.2016
ნანახია: 1699

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიგი წერეთლის განცხადებით, მთავრობას ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის და დაკავებულია ოპოზიციასთან კინკლაობით, რაც შექმნილ ვითარებაში ნამდვილად ფუფუნებაა.
"როცა თქვენი მუშაობის შედეგებზე ლაპარაკობთ, გაითვალისიწნებთ რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი. იმაზე კიარ უნდა იფიქროთ, რომ ოპოზიცია მოაშთოდ, რუსთავი 2 გააჩუმოთ და ამ ადმინისტრაციული ძალადობით მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა შეირგოთ, არასწორად გამოიყენოთ, არამედ სწპორედ ხალხის პრობლემები უნდა იყოს თქვენი მთავარი საზრუნავი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე