საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 11:58 | 25.11.2016
ნანახია: 1330

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 ნოემბერს თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროსეგიდით ტარდება.

თურქმენეთის დედაქალაქში დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციას 80-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ასევე სხვა  წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე